ცეცხლმაქრების პრაქტიკული გამოყენება

ცეცხლმაქრების პრაქტიკული გამოყენება

OSH Academy გთავაზობთ ტრენინგს – ,,ცეცხლმაქრების პრაქტიკული გამოყენება“.

 

ტრენინგი განკუთვნილია:

  • ორგანიზაციის ხელმძღვანელებისთვის/დირექტორებისთვის,
  • მენეჯერული რგოლის წარმომადგენლებისთვის,
  • სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირებისთვის,
  • ევაკუაციის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირებისთვის,
  • შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის,
  • დასაქმებული პირებისთვის,
  • დასაქმებულთა წარმომადგენლებისთვის,
  • ნებისმიერი სხვა დაინტერესებული პირისთვის.

 

ტრენინგის გავლის წინაპირობაა – მსმენელს გავლილი ქონდეს ტრენინგი ,,სახანძრო უსაფრთხოება და ევაკუაციის ღონისძიებები“.

 

ტრენინგის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ორგანიზაციის სპეციფიკასა და 1 ჯგუფში მსმენელების რაოდენობაზე.

 

ტრენინგის დასრულების შემდგომ გაიცემა სერტიფიკატი. სერტიფიკატის ასაღებად აუცილებელია:

  • მსმენელი სრულყოფილად დაესწროს შესავალ თეორიულ სწავლებას და ტრენინგის პრაქტიკულ ნაწილს,
  • ტრენინგის დასრულების შემდეგ წარმატებით ჩააბაროს საგამოცდო ტესტი. ტესტი წარმატებით ჩაბარებულად ითვლება თუ მსმენელი შეკითხვების მინიმუმ 70%-ს გასცემს სწორ პასუხს.

 

ტრენინგის დამკვეთი ორგანიზაციის სამუშაო სივრცეში ჩატარების შემთხვევაში, წინასწარ ხდება პრაქტიკული სწავლებისთვის საჭირო სივრცის ნახვა/შეთანხმება.

 

ტრენინგს უძღვებიან შრომის უსაფრთხოების სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, მაღალკვალიფიციური ტრენერები. 

 

ტრენინგის ღირებულება დგინდება ინდივიდუალურად, დაინტერესებული ფიზიკური პირებისთვის ან/და კომპანიებისთვის.

 

დაინტერესებული პირები რეგისტრაციისთვის ან/და დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 599 708 335 / geoosha@gmail.com / info@oshacademy.ge

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

მენიუ

აკრედიტებული პროგრამები