OSH AcademyOSH Academyშრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის აკადემია

ჩვენ შესახებ

შპს შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის აკადემია (OSH Academy) კომპანიებს სთავაზობს შრომის უსაფრთხოების სასერტიფიკატო ტრენინგებსა და კონსულტაციას.

ჩვენი მისია

ვეხმარებით კომპანიებს, შექმნან უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემო — პრაქტიკული, სამუშაო ადგილზე მორგებული ტრენინგებითა და კონსულტაციით, რომლებიც დამსაქმებელს შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულებაში ეხმარება.

ჩვენი ხედვა

სამუშაო ადგილები საქართველოში, სადაც შრომის უსაფრთხოება ყოველდღიური პრაქტიკაა და არა მხოლოდ დოკუმენტი — სადაც ყველა თანამშრომელმა იცის საფრთხეები, უსაფრთხოდ მუშაობს და სამსახურიდან ჯანმრთელი ბრუნდება შინ.

რას ვაკეთებთ

ვეხმარებით ორგანიზაციებს შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სისტემის დანერგვასა და მართვაში:

  • ორგანიზაციაში არსებული მდგომარეობის შესწავლა და გეგმის შემუშავება;
  • შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის ჩამოყალიბება;
  • სახელმძღვანელო დოკუმენტაციისა და ინსტრუქტაჟების გეგმის მომზადება;
  • სავალდებულო ტრენინგების გეგმის შედგენა და ტრენინგების ჩატარება;
  • საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისა და ევაკუაციის გეგმების შემუშავება.

ჩვენთან თანამშრომლობით შეძლებთ

  • დააკმაყოფილოთ შრომის უსაფრთხოების საკანონმდებლო მოთხოვნები;
  • გამოავლინოთ და მართოთ სამუშაო სივრცეში არსებული საფრთხეები და რისკები;
  • თავიდან აიცილოთ უბედური შემთხვევები და პროფესიული დაავადებები;
  • შეამციროთ უბედურ შემთხვევებთან და ინციდენტებთან დაკავშირებული ხარჯები;
  • დაიცვათ კომპანიის რეპუტაცია.

გჭირდებათ ტრენინგი თქვენი გუნდისთვის?

დაგვირეკეთ: რომელი ტრენინგი, რამდენი მონაწილე, სად და როდის — სასწავლო პროცესის კოორდინატორი შეგითანხმებთ დეტალებს.

📞