OSH Academy გთავაზობთ ტრენინგს – ,,პირველადი გადაუდებელი დახმარება“.
ტრენინგი განკუთვნილია:
- ორგანიზაციის ხელმძღვანელებისთვის/დირექტორებისთვის,
- მენეჯერული რგოლის წარმომადგენლებისთვის,
- შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის,
- დასაქმებული პირებისთვის,
- დასაქმებულთა წარმომადგენლებისთვის,
- ნებისმიერი სხვა დაინტერესებული პირისთვის.
ტრენინგის სტანდარტული მოდულის ხანგრძლივობა – 6 საათი.
ასევე, დაინტერესების შემთხვევაში, შესაძლებელია აღნიშნული ტრენინგის კონკრეტული სპეციფიკის ორგანიზაციაზე და მის საჭიროებებზე მორგება.
არადისტანციურ ფორმატში ტრენინგის ჩატარების დროს, 1 ჯგუფში მსმენელების დასაშვები მაქსიმალური რაოდენობა – 12 – 15.
ტრენინგი შედგება თეორიული და პრაქტიკული ნაწილებისგან.
- ტრენინგის თეორიული ნაწილი შესაძლებელია ჩატარდეს, როგორც დისტანციურ, ასევე არადისტანციურ ფორმატში, ქვეყანაში მოქმედი ყველა რეგულაციის დაცვით.
- ტრენინგის პრაქტიკული ნაწილი შესაძლებელია ჩატარდეს მხოლოდ არადისტანციურ ფორმატში.
ტრენინგის დასრულების შემდგომ გაიცემა სერტიფიკატი. სერტიფიკატის ასაღებად აუცილებელია:
- მსმენელი სრულყოფილად დაესწროს ტრენინგს,
- ტრენინგის დასრულების შემდეგ წარმატებით ჩააბაროს საგამოცდო ტესტი. ტესტი წარმატებით ჩაბარებულად ითვლება თუ მსმენელი შეკითხვების მინიმუმ 70%-ს გასცემს სწორ პასუხს.
- იმ შემთხვევაში, თუ მსმენელი ესწრება მხოლოდ თეორიულ ნაწილს (დისტანციური ან/და არადისტანციური ფორმით), აღნიშნულის შესახებ მითითება კეთდება სერტიფიკატში.
ტრენინგს უძღვებიან სამედიცინო სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, მაღალკვალიფიციური ტრენერები.
ტრენინგის ღირებულება დგინდება ინდივიდუალურად, დაინტერესებული ფიზიკური პირებისთვის ან/და კომპანიებისთვის.
დაინტერესებული პირები რეგისტრაციისთვის ან/და დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 599 708 335 / geoosha@gmail.com / info@oshacademy.ge