OSH Academy გთავაზობთ – ,,ევაკუაციის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირების ტრენინგს“.
ტრენინგი განკუთვნილია:
- სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირებისთვის,
- ევაკუაციის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირებისთვის,
- შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის,
- დასაქმებული პირებისთვის,
- დასაქმებულთა წარმომადგენლებისთვის,
- ნებისმიერი სხვა დაინტერესებული პირისთვის.
ტრენინგის გავლის წინაპირობაა – მსმენელს გავლილი ქონდეს ტრენინგი ,,სახანძრო უსაფრთხოება და ევაკუაციის ღონისძიებები“.
ტრენინგის სტანდარტული მოდულის ხანგრძლივობა – 3 საათი.
ასევე, დაინტერესების შემთხვევაში, შესაძლებელია აღნიშნული ტრენინგის კონკრეტული სპეციფიკის ორგანიზაციაზე და მის საჭიროებებზე მორგება.
ტრენინგის დასრულების შემდგომ გაიცემა სერტიფიკატი. სერტიფიკატის ასაღებად აუცილებელია:
- მსმენელი სრულყოფილად დაესწროს ტრენინგის თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს,
- ტრენინგის დასრულების შემდეგ წარმატებით ჩააბაროს საგამოცდო ტესტი. ტესტი წარმატებით ჩაბარებულად ითვლება თუ მსმენელი შეკითხვების მინიმუმ 70%-ს გასცემს სწორ პასუხს.
ტრენინგს უძღვებიან შრომის უსაფრთხოების სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, მაღალკვალიფიციური ტრენერები.
ტრენინგის ღირებულება დგინდება ინდივიდუალურად, დაინტერესებული ფიზიკური პირებისთვის ან/და კომპანიებისთვის.
დაინტერესებული პირები რეგისტრაციისთვის ან/და დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 599 708 335 / geoosha@gmail.com / info@oshacademy.ge