ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბილიოთეკების გაერთიანება
სარეკომენდაციო წერილი ეძლევა შპს „შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის აკადემიას“.
შპს „შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის აკადემიასთან“ ა(ა)იპ „ქალაქ თბილისის მუნიპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებამ“ ითანამშრომლა 2020 წელს, კერძოდ, ჩვენ ორგანიზაციას მიმდინარე წლის
თებერვლის თვეში ჩაუტარა სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვის თეორიული და პრაქტიკული სწავლებები (ტრენინგები) (100 თანამშრომელი). გვინდა აღვნიშნოთ, რომ აკადემიის სპეციალისტები გამოირჩეოდნენ საქმის/სფეროს ცოდნით, პროფესიონალიზმითა და ეფექტური კომუნიკაციის უნარით.
შპს „შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის აკადემია“ იცავს მომსახურების გაწევის დროს ხელშეკრულებით შესასრულებლად განსაზღვრულ ვადას, კეთილსინდისიერად ასრულებს აღებულ ვალდებულებებს, ხოლო ჩაბარებული სამუშაო პასუხობს დამკვეთის მიერ დაყენებულ მოთხოვნებს და თანხვედრაშია შრომის უსაფრთხოების სფეროში საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან.
კომპანიის მენეჯმენტთან ურთიერთობა და კომუნიკაცია იყო ადეკვატური, ყველა კითხვებზე ხდებოდა დროული და ამომწურავი პასუხების გაცემა.
დარწმუნებულები ვართ, რომ კომპანია/ორგანიზაცია, რომელიც ითანამშრომლებს შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის აკადემიასთან, დარწმუნდება მათ სანდოობასა და პროფესიონალიზმში.
პატივისცემით,
ნინო მაჭარაშვილი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბილიოთეკების გაერთიანება-გაერთიანების დირექტორი.