ჩვენი გუნდი

კობა მახათაძე

აღმასრულებელი დირექტორის მიმართვა

ორგანიზაციებში შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის სისტემა ერთერთ უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ასრულებს, იგი უზრუნველყოფს კონსტიტუციით გარანტირებულ უსაფრთხო სამუშაო და ჯანსაღ გარემოს.  შრომის უსაფრთხოება და ჯანმრთელობის დაცვა როგორც ვხედავთ ორ მიმართულებაზე კონცენტრირდება.

ერთის მხრივ შრომის უსაფრთხოება კონცენტრირდება სამუშაო გარემოსა და სამუშაო ადგილზე არსებულ იმ საფრთხეებზე რომლელთაგანაც მომდინარეობს უბედური შემთხვევის ანუ გარდაცვალების ან გარკვეული სახის დაზიანების რისკი.

მეორეს მხრივ ჯანმრთელობის დაცვა მოიცავს სამუშაო გარემოსა და სამუშაო ადგილზე არსებულ იმ საფრთხეებზე რომლებიც წარმოადგენენ პროფესიული აქტივობებიდან გამომდინარე ჯანმრთელობის უეცარ ან პერიოდულ დაზიანების რისკს.  

მიუხედავად იმისა, თუ რომელ სექტორულ მიმართულებაზე ვსაუბრობთ, ეს იქნება ოფისის სამუშაო, ბიბლიოთეკა, სავაჭრო ცენტრი, საავადმყოფო თუ სამშენებლო მოედანი ყველგან არის ისეთი საგანი, მასალა, ნივთიერება, გარემო პირობები, მანქანა-დანადგარები, ან შრომის ორგანიზების ისეთი სამუშაო მეთოდები რომლებსაც აქვს ზიანის მიყენების პოტენციალი და აღნიშნულის შეფასებას შესაბამისი კომპეტენცია ჭირდება.

გარდა საფრთხეების შეფასებისა დამსაქმებელს აქვს ვალდებულება თანმიმდევრული პროცედურებით მოახდინოს სამუშაო გარემოსა და სამუშაო პროცესის პირობებში არსებული საფრთხეებიდან მომდინარე რისკების განსაზღვრა და შესაბამისი პრვენციული ღონისძიებების გატარება.

გარდა საკანონმდებლო მოთხოვნისა რომ არ დაზიანდნენ დასაქმებულები თუ სხვა ნებისმიერი პირი რომელიც სამუშაო გარემოში მოხვდება არსებობს მორალური პასუხისმგებლობაც რომელიც საკმაოდ მაღალ დონეზე დგას იმ ევროპულ საზოგადოებაში რომლისკენაც მივიღწვით.

ჩენი როგორც შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების მოვალეობაა დავეხმაროთ ხელმძღვანელ რგოლს გაიაზრონ შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის არამარტო საკანონმდებლო და მორალური პასუხისმგებლობა არამედ მივაწოდოთ ის კონკრეტული გამოთვლები და სტატისტიკა რომელიც ადასტურებს შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვის სარგებლიანობას და ეკონომიურობას.

ჩვენი ორგანიზაცია 2019 წლიდან მუშაობს შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის მომსახურების მიწოდების სფეროში. ასობით დასაქმებული დავატრენინგეთ და ათობით ჩვენ კლიენტს დავეხმარეთ ინსპექციის მიერ დადგენილ შეუსაბამობის გამოსწორებასა და ეფექტური შრომის უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბებაში. 

ჩვენი ყველა ტრენერი არის პრაქტიკოსი და აკადემიუ მუშაობასთან ერთად ანხორციელებს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ფუნქცია-მოვალეობებს მრავალ ჩვენ კლიენტთან. ჩვენი შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული კურსი მოიცავს ყველა იმ ფუნდამენტურ ელემენტს რომელიც მნიშვნელოვანია ამ საპასუხისმგებლო პროფესიაში ეფექტურობის და წარმატების მისაღწევად.  

მენიუ

აკრედიტებული პროგრამები