დაბალი და საშუალო რისკის ობიექტებისთვის.
ნებისმიერი სექტორული მიმართულებით მუშაობისთვის
რატომ უნდა ისწავლოთ OSH Academy-ის ტრენინგ ცენტრში?!
1. ტრენინგებს უძღვებიან აკრედიტებული ტრენერები, რომლებმაც კვალიფიკაცია დაადასტურეს სსიპ შრომის ინსპექციის მიერ აკრედიტებულ საგამოცდო ცენტრში.
2. ჩვენი ტრენერები არიან მოქმედი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები, რომლებსაც თეორიულ ცოდნასთან ერთად აქვთ დიდი პრაქტიკული გამოცდილება. შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემა დანერგილი აქვთ არაერთ დიდ, ცნობილ ორგანიზაციაში და დღემდე აღნიშნულ სისტემას მართავენ წარმატებით.
3. ჩვენს ტრენერებს აქვთ არამხოლოდ ქართულ, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებში შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებით მართვის და სწავლების გამოცდილება.
4. კურსის ფარგლებში, მსმენელები უფასოდ სწავლობენ შრომის უსაფრთხოების სახელმძღვანელო დოკუმენტაციის მომზადებას, რაც შრომის უსაფრთხოების სისტემის წარმატებულად დანერგვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.
5. წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ექნებათ შესაძლებლობა გაიარონ სტაჟირება OSH Academy-ის ტრენინგ ცენტრის პარტნიორ ორგანიზაციებში.
6. მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მსმენელებზე ტრენინგ ცენტრი გასცემს რეკომენდაციას დასაქმების მიმართულებით.
7. წვდომა კურსის სასწავლო ლიტერატურაზე, როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით.
8. კურსის თითოეული სასწავლო მოდულის დასრულების შემდეგ ტარდება გამოცდა, რომელიც აძლევს შესაძლებლობას მსმენელს მაქსიმალურად მოემზადოს სასერტიფიკაციო გამოცდისთვის, რომელიც ბარდება სსიპ შრომის ინსპექციის მიერ აკრედიტებულ საგამოცდო ცენტრში.
9. აკრედიტებული კურსის წარმატებით დასრულების ცნობასთან ერთად შესაძლებელი დამატებით სერტიფიკატის მიღება იმ საგნებში რომელი საგნის ფინალურ ტესტშიც მიღებული ქულა აღემატება 70%-ს.
10. შრომის უსაფრთხოების სფეროს განვითარების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებში/აქტივობებში ჩართვის/მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.
11. გარდა სწავლებისთვის განსაზღვრული აკადემიური საათებისა, დამატებით, ტრენერებთან კონსულტაციის გავლის შესაძლებლობა.
12. მსმენელებზე მორგებული სასწავლო განრიგი.
13. ჩვენს სასწავლებელში თქვენ დაგხვდებათ კომფორტული, მყუდრო და სასიამოვნო გარემო, რომელიც მაქსიმალურად არის მსმენელზე გათვლილი და მორგებული როგორც სწავლების პროცესიისთის ასევე შესვენებებზე განტვირთვისა და წახემსებისთვის.
14. ჩვენს სასწავლებელში უზრუნველყოფილია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შრომის უსაფრთხოების და სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები ასევე შეუზღუდავი გადაადგილების კომფორტულობა.
15. ადვილად მისადგომი ლოკაცია. მეტროსადგურ “სახელმწიფო უნივერსიტეტის” მეტროდან 8 წთ-ის სავალზე, რაც მოსახერხებელია საზ. ტრანსპორტით მოსარგებლე პირებისთვის.
16. სასწავლო გარემო მაქსიმალურად ადაპტირებულია შშმ პირებზე.
17. მთელი კარიერის მანძილზე მუდმივად საინფორმაციო შეტყობინებების მიღება ყვლა ახალ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით.
18. 0%-იანი შიდა განვადება თანხის რამდენიმე ნაწილად გადახდის შესაძლებლობით კურსის დასრულებამდე.
19. 0%-იანი საბანკო განვადება 24 თვემდე პერიოდზე
20. 10%-იანი ფასდაკლება:
21. სწავლაში გადახდილი თანხის უკან დაბრუნება წარჩინებული მსმენელებისთვის:
პროგრამის საფუძველი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 13 სექტემბერის ბრძანება №01-81/ნ „შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის მოცულობის, განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 13 ოქტომბრის №01-25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაოაბზე.
პროგრამის მიზანი:
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების აკრედიტებული პროგრამა დაბალი და საშუალო რისკის ობიექტებზე ითვალისწინებს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადებას ყველა იმ ობიექტისათვის, რომელიც არ შედის მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალში და სათანადო სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარებას.
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების პროგრამის მიზანია:
პროგრამის საათობრივი მოცულობა – ყველა მოდულის ჯამი – 148 აკდემიური საათი, საიდანაც:
108 აკადემიური საათი მოიცავს ზოგად საბაზისო მოდულებს – მათ შორის, 101 თეორიული და 7 პრაქტიკული.
40 აკადემიური საათი მოიცავს თემატურ მოდულებს, მათ შორის:
პროგრამის სასწავლო კომპონენტების დასრულების შემდეგ, მსმენელი ჩააბარებს სასერტიფიკატო გამოცდას, რომელიც განკუთვნილია შრომის უსაფრთხოების სპეციალისტისათვის დაბალი და საშუალო რისკის ობიექტებზე.
საგამოცდო ცენტრში სასერტიფიკატო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდგომ მსმენელი მიიღებს სერტიფიკატს, შესაბამისი ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად, მითითებით – „დაბალი და საშუალო რისკის ობიექტებზე”.
პროგრამის ფარგლებში უფასოდ ისწავლება შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის სახელმძღვანელო დოკუმენტაციის წარმოება. თითოული მსმენელი კურსის გავლასთან ერთად ქმნის სასურველი კომპანიის სპეციფიკაზე მორგებულ შრომის უსაფრთხოების სახელმძღვანელო დოკუმენტაციას.
სწავლის შედეგები – მსმენელს პროგრამის დასრულებისას:
ა) აქვს სპეციალური ცოდნა შრომის უსაფრთხოების სფეროში.
ბ) იცნობს შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებულ ეროვნულ და საერთაშორისო კანონმდებლობას.
გ) შეუძლია შეაფასოს დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხეები და რისკები.
დ) შეუძლია უზრუნველყოს სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების შემთხვევების რეგისტრაცია, მოკვლევა და ანგარიშგება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ე) შესაბამისი გამოცდის და სერტიფიცირების შემდეგ პირს ენიჭება უფლება განახორციელოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ფუნქცია-მოვალეობები, ყველა იმ ეკონომიკური/არაეკონომიკური საქმიანობის სექტორში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (და არ მოიცავს „მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 ივლისის №381 დადგენილებით განსაზღვრულ სამუშაოებს).
შეფასების სტანდარტი
საგნებსა და გამოცდაზე გამოყენებული შეფასების სისტემა:
1. სამი სახის დადებითი შეფასება:
ფრიადი – მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი.
ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90%.
კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80%.
2. ორი სახის უარყოფით შეფასება:
ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 40-70%, რაც ნიშნავს, რომ პროფესიულ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით. გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;
ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40%-ზე ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ პროფესიული სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.
3. სასწავლო კურსის/მოდულის მაქსიმალური შეფასება 100 ქულის ტოლია.
4. სტუდენტს უფლება აქვს, გავიდეს დამატებით დასკვნით გამოცდაზე უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში, არაუადრეს 10 დღეში. ჯამში შესაძლებელია მხოლოდ 3-ჯერ გასვლა ფინალურ ტესტზე.
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სტატუსის მოპოვება
შპს შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის აკადემიიდან მიღებული პროგრამის წარმატებით დასრულების ცნობის საფუძველზე, უნდა გაიაროთ გამოცდა სამინისტროში ან/და სამინისტროს მიერ კონკურსის წესით შერჩეული საგამოცდო ცენტრში, შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული სპეციალისტის სტატუსის მოსაპოვებლად. საგამოცდო ცენტრის მიერ გაცემული სერთიფიკატის მოქმედების ვადა განსაზღვრულია 3 წლის ვადით.
კურსის განმავლობაში ისწავლება ზოგადი და თემატური მოდულები.
ზოგადი მოდულები:
1. “შესავალი შრომის უსაფრთხოების მართვის საკითხებში”
საგნის ხანგრძლივობა – 2 საათი
2. “საქართველოს შრომის კოდექსი”
საგნის ხანგრძლივობა – 5 საათი
3. “შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონი”
საგნის ხანგრძლივობა – 5 საათი
4. “ეროვნული საკანონმდებლო რეგულაციები შრომის სამართლის მიმართულებით”
საგნის ხანგრძლივობა – 8 საათი
5. “საერთაშორისო სტანდარტები შრომის უსაფრთხოების სფეროში”
საგნის ხანგრძლივობა – 7 საათი
6. “საფრთხეების იდენტიფიცირება, რისკის შეფასება და მართვა”
საგნის ხანგრძლივობა – 10 საათი
7. “საწარმოო უბედური შემთხვევის და ინციდენტის მოკვლევა, აღრიცხვა, რეგისტრაცია და ანგარიშგება”
საგნის ხანგრძლივობა – 4 საათი
8. “პროფესიული და პროფესიით განპირობებული დაავადებების კლასიფიკაცია, აღრიცხვა და კონტროლი”
საგნის ხანგრძლივობა – 3 საათი
9. “ელექტრო და სახანძრო უსაფრთხოება”
საგნის ხანგრძლივობა – 5 საათი
10. “ქიმიური ნივთიერებების კლასიფიკაცია და უსაფრთხოების წესები”
საგნის ხანგრძლივობა – 4 საათი
11. “საწარმოო სათავსების მიკროკლიატისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნები”
საგნის ხანგრძლივობა – 4 საათი (3 თეორიული და 1 პრაქტიკული)
12. “ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებები”
საგნის ხანგრძლივობა – 3 საათი
13. “შრომის ჰიგიენა” – ქიმიური, ფიზიკური, ბიოლოგიური და ფსიქოსოციალური ფაქტორები. მზომი ხელსაწყოები და მათი გამოყენების პრაქტიკურლი უნარ-ჩვევები.”
საგნის ხანგრძლივობა – 16 საათი (14 თეორიული და 2 პრაქტიკული)
14. “უსაფრთხოების ნიშნები და მონიშვნები სამუშაო სივრცეში”
საგნის ხანგრძლივობა – 3 საათი (2 თეორიული და 1 პრაქტიკული)
15. “გადაუდებელი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება & საევაკუაციო გეგმა”
საგნის ხანგრძლივობა – 3 საათი (2 თეორიული და 1 პრაქტიკული)
16. “გარემოსდაცვითი საკითხები შრომის უსაფრთხოების სფეროში”
საგნის ხანგრძლივობა – 4 საათი
17. “ტვირთის უსაფრთხოდ გადატანა”
საგნის ხანგრძლივობა – 2 საათი
18. “სიმაღლეზე მუშაობა”
საგნის ხანგრძლივობა – 4 საათი
19. “აალებად და ფეთქებად ნივთიერებებთან მუშაობის სტანდარტები და წესები”
საგნის ხანგრძლივობა – 3 საათი
20. “შრომის უსაფრთხოება მანქანა-დანადგარებთან, მოწყობილობებთან და სხვა სამუშაო ხელსაწყოებთან”
საგნის ხანგრძლივობა – 4 საათი (3 თეორიული და 1 პრაქტიკული)
21. “ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების ჩატარების მეთოდები და მიმართულებები”
საგნის ხანგრძლივობა – 2 საათი
22. “სპეციალური და განასუთრებული საჭიროებების მქონე დასაქმებულთათვის უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა”
საგნის ხანგრძლივობა – 2 საათი
23. “პირველადი სამედიცინო დახმარება”
საგნის ხანგრძლივობა – 5 საათი (4 თეორიული და 1 პრაქტიკული)
თემატური მოდულები:
24. “შრომის უსაფრთხოება მომსახურების/სერვის სექტორში და საოფისე საქმიანობისას”
საგნის ხანგრძლივობა – 5 საათი თეორია & 15 საათი პრაქტიკა (3 რისკის შეფასება და 12 პრაქტიკა)
25. “შრომის უსაფრთხოება სამედიცინო სფეროში”
საგნის ხანგრძლივობა – 5 საათი თეორია & 15 საათი პრაქტიკა (3 რისკის შეფასება და 12 პრაქტიკა)
კურსის დამასრულებელი ფაზა
1) საკურსო ნაშრომის – შექმნილი შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის წარდგენა
2) ფინალური ტესტი
ჯგუფების განრიგი და პერიოდულობა:
ინტენსიური ჯგუფი
დილის ჯგუფი
შუადღის ჯგუფი
საღამოს ჯგუფი
ახალი ჯგუფის დაწყების თარიღი
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა – პროგრამის მსმენელი შეიძლება იყოს პროფესიული ან/და უმაღლესი განათლების მქონე პირი.
გაფრთხილება
სასწავლო კურსის დაასრულებისთვის სავალდებულოა შემდეგი მოთხოვნების დაკმაყოფილება:
მსმენელთა უსაფრთხოება და საერთო წესები
კურსზე მოსვლისას თან უნდა იქონიოთ: