შპს შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის აკადემია ჩამოყალიბდა 2019 წელს. კომპანიის მიზანია შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლება და კომპანიებისთვის კვალიფიციური, ხარისხიანი მომსახურების მიწოდება შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვის და გარემოს დაცვის სფეროში.
ჩვენი მისიაა დავეხმაროთ ორგანიზაციებს შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის სისტემის დანერგვასა და მართვაში, რათა თავიდან იქნას აცილებული რისკები, დაცული იყოს დასაქმებული და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირების შრომის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა.
შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის მართვის სისტემის დანერგვა, სისტემის გაუმჯობესების სტრატეგიის განსაზღვრა და პრაქტიულ ფაზაში გადაყვანა შეუძლებელია პროფესიონალი კადრების გარეშე. ჩვენი ორგანიზაციის განვითარების სწორმა სტრატეგიამ, საშუალება მოგვცა, უმოკლეს ვადაში შემოგვეკრიბა საქართველოს ბაზარზე, სხვადასხვა სექტორში მომუშავე, საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილების მქონე სერტიფიცირებული სპეციალისტები და ექსპერტები.