OSH Academy გთავაზობთ ტრენინგს – ,,სასუქებთან და პესტიციდებთან უსაფრთხოდ მუშაობის წესები“.
წინამდებარე ტრენინგი ტარდება შპს ,,ნობლექსი“-სა და შპს შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის აკადემიის ერთობლივი ორგანიზებით.
ტრენინგის საერთო ხანგრძლივობა შეადგენს 4 (ოთხი) სატრენინგო საათს.
ტრენინგის სამიზნე აუდიტორია – ფიზიკური/იურიდიული პირები, რომლებსაც მუშაობის პროცესში უშუალო შეხება აქვთ პესტიციდებთან და სასუქებთან.
ტრენინგის ჩატარების მიზანი:
- სასუქებთან და პესტიციდებთან მუშაობის დროს უსაფრთხოების წესების დაცვის მიზნის და მნიშვნელობის გააზრება.
- საკანონმდებლო მოთხოვნების გაცნობა.
- საფრთხეების იდენტიფიცირების, რისკების შეფასების და პრევენციული ღონისძიებების გატარების პროცედურის გაცნობა.
- უსაფრთხოების წესების გაცნობა, რომლის დაცვაც სავალდებულოა სასუქებთან და პესტიციდებთან დაკავშირებულ ყველა სამუშაო პროცესთან თუ პროცედურასთან.
- სამუშაო პროცესში გამოსაყენებელი ინდივიდუალური დაცვის საშუალებების, მათი სწორად გამოყენების და მოვლა-პატრონობის წესების გაცნობა.
- პესტიციდებთან და სასუქებთან მუშაობის დროს დაზიანების/დაშავების შემთხვევაში, სამოქმედო გეგმის გაცნობა.
- ტრენინგის დროს მსმენელების მიერ მიღებული თეორიული ინფორმაცია მტკიცდება პრაქტიკული სავარჯიშოების დახმარებით.
თითოეულ მსმენელს ტრენინგის დასრულების და ტესტის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, გადაეცემა დამხმარე მასალა – ე.წ ,,ჰენდაუთი“.
სერტიფიკატის გაცემა:
- ტრენინგის დასრულების შემდეგ მსმენელის მიერ მიღებული ცოდნა მოწმდება გამოცდის (ტესტირების) საშუალებით.
- საგამოცდო ტესტი შედგება 20 დახურული შეკითხვისგან.
- გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად მსმენელმა შეკითხვების მინიმუმ 70%-ს უნდა გასცეს სწორი პასუხი.
- ტრენინგზე სრულად დასწრების და გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მსმენელს გადაეცემა სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს მის მიერ წინამდებარე ტრენინგის წარმატებით გავლას.
ტრენინგით დაინტერესებული პირები დაუკავშირდით შპს ,,ნობლექს“-ს