OSH Academy გთავაზობთ ტრენინგს – ,,ხარაჩოების აწყობის მოთხოვნები, ორგანიზება და პრაქტიკა“.
ტრენინგი განკუთვნილია:
- ზედამხედველი პირებისთვის, რომლებიც უშუალოდ მეთვალყურეობენ ხარაჩოების უსაფრთხო ექპულატაციას.
- დასაქმებული პირებისთვის, რომლებსაც უშუალოდ ევალებათ ხარაჩოების აწყობა/დემონტაჟი.
- დასაქმებული პირებისთვის, რომლებსაც უშუალოდ უწევთ ხარაჩოებზე მუშაობა.
- შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის,
- სხვა დასაქმებული პირებისთვის,
- დასაქმებულთა წარმომადგენლებისთვის,
- ნებისმიერი სხვა დაინტერესებული პირისთვის.
ტრენინგის სტანდარტული მოდულის ხანგრძლივობა – 8 საათი (6 საათი თეორიული ნაწილი + 2 საათი პრაქტიკული ნაწილი). ტრენინგის ხანგრძლივობა შესაძლებელია დაკორექტირდეს ორგანიზაციის მოთხოვნების და 1 ჯგუფში მსმენელების რაოდენობის შესაბამისად.
ტრენინგი შედგება თეორიული და პრაქტიკული ნაწილებისგან.
- ტრენინგის თეორიული ნაწილი შესაძლებელია ჩატარდეს, როგორც დისტანციურ, ასევე არადისტანციურ ფორმატში, ქვეყანაში მოქმედი ყველა რეგულაციის დაცვით.
- ტრენინგის პრაქტიკული ნაწილი შესაძლებელია ჩატარდეს მხოლოდ არადისტანციურ ფორმატში.
ტრენინგის დასრულების შემდგომ გაიცემა სერტიფიკატი. სერტიფიკატის ასაღებად აუცილებელია:
- მსმენელი სრულყოფილად დაესწროს ტრენინგს,
- ტრენინგის დასრულების შემდეგ წარმატებით ჩააბაროს საგამოცდო ტესტი. ტესტი წარმატებით ჩაბარებულად ითვლება თუ მსმენელი შეკითხვების მინიმუმ 70%-ს გასცემს სწორ პასუხს.
- იმ შემთხვევაში, თუ მსმენელი ესწრება მხოლოდ თეორიულ ნაწილს (დისტანციური ან/და არადისტანციური ფორმით), აღნიშნულის შესახებ მითითება კეთდება სერტიფიკატში.
ტრენინგს უძღვებიან შრომის უსაფრთხოების სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, მაღალკვალიფიციური ტრენერები.
ტრენინგის ღირებულება დგინდება ინდივიდუალურად, დაინტერესებული ფიზიკური პირებისთვის ან/და კომპანიებისთვის.