კითხვა-პასუხი

1. ტრენინგებს უძღვებიან აკრედიტებული ტრენერები, რომლებმაც კვალიფიკაცია დაადასტურეს სსიპ შრომის ინსპექციის მიერ აკრედიტებულ საგამოცდო ცენტრში.

2. ჩვენი ტრენერები არიან მოქმედი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებიც, რომლებსაც თეორიულ ცოდნასთან ერთად აქვთ დიდი პრაქტიკული გამოცდილება. შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემა დანერგილი აქვთ არაერთ დიდ, ცნობილ ორგანიზაციაში და დღემდე აღნიშნულ სისტემას მართავენ წარმატებით.

3. ჩვენს ტრენერებს აქვთ არამხოლოდ ქართულ, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებში შრომის უსაფრთხოების კუთხით მუშაობის და სწავლების გამოცდილება და უფლება.

4. ჩვენს სასწავლებელში თქვენ დაგხვდებათ კომფორტული, მყუდრო და სასიამოვნო გარემო, რომელიც მაქსიმალურად არის მსმენელზე გათვლილი და მორგებული.

5. ჩვენს სასწავლებელში უზრუნველყოფილია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შრომის უსაფრთხოების და სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები, რაც ასევე დაადასტურა სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის შემოწმებამ.

6. ადვილად მისადგომი ლოკაცია. სასწავლებელი მდებარეობს შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას (ყოფილი ჯიქიას) ქ. N14. სახელმწიფო უნივერსიტეტის მეტროდან მაქსიმუმ 8-10 წთ-ის სავალზე, რაც მოსახერხებელია საზ. ტრანსპორტით მოსარგებლე პირებისთვის

7. სასწავლო გარემო მაქსიმალურად ადაპტირებულია შშმ პირებზე.

8. თანხის რამდენიმე ნაწილად გადახდის შესაძლებლობა.

9. უპროცენტო განვადება სწავლის ღირებულებაზე.

10. ფასდაკლება:

  • წინასწარ რეგისტრირებული პირებისთვის.
  • ერთი ორგანიზაციიდან 1-ზე მეტი მსმენელის დასწრების შემთხვევაში.
  • მრავალშვილიანი მშობლებისთვის (3 და მეტი არასრულწლოვანი შვილების
    შემთხვევაში).
  • ერთი ოჯახიდან 1-ზე მეტი მსმენელის დასწრების შემთხვევაში.
  • მარტოხელა დედებისთვის (მარტოხელა დედის სტატუსის მქონე პირი).
  • შშმ პირებისთვის.
  • ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის სტატუსის მქონე პირებისთვის.
  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით
    გადაადგილებული პირებისთვის.
  • პირებისთვის, რომლებიც კანონმდებლობით დადგენილი წესით
  • რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.

11. კურსის ფარგლებში, მსმენელები უფასოდ სწავლობენ შრომის უსაფრთხოების სახელმძღვანელო დოკუმენტაციის მომზადებას, რაც შრომის უსაფრთხოების სისტემის წარმატებულად დანერგვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

12. წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ექნებათ შესაძლებლობა გაიარონ სტაჟირება OSH Academy-ის ტრენინგ ცენტრის პარტნიორ ორგანიზაციებში.

13. მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მსმენელებზე ტრენინგ ცენტრი გასცემს რეკომენდაციას დასაქმების მიმართულებით.

14. წვდომა კურსის სასწავლო ლიტერატურაზე (და არამხოლოდ), როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით.

15. კურსის თითოეული სასწავლო მოდულის დასრულების შემდეგ ტარდება გამოცდა, რომელიც აძლევს შესაძლებლობას მსმენელს მაქსიმალურად მოემზადოს საფინალო გამოცდისთვის, რომელიც ბარდება სსიპ შრომის ინსპექციის მიერ აკრედიტებულ საგამოცდო ცენტრში.

16. თეორიული კურსის წარმატებით დასრულების ცნობასთან ერთად დამატებით გაიცემა შემდეგი საგნების სერტიფიკატები: ,,პირველადი სამედიცინო დახმარება“, ,,სახანძრო უსაფრთხოება“.

17. მსმენელებზე მორგებული სასწავლო განრიგი.

18. გარდა სწავლებისთვის განსაზღვრული აკადემიური საათებისა, დამატებით, ტრენერებთან კონსულტაციის გავლის შესაძლებლობა.

19. შრომის უსაფრთხოების სფეროს განვითარების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებში/აქტივობებში ჩართვის/მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.

 

🌐 სრული აკრედიტებული პროგრამა: 

🌐 არასრული აკრედიტებული პროგრამა: 

​შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად: დამსაქმებელს, რომელსაც 20 ან ნაკლები დასაქმებული ჰყავს, შეუძლია პირადად შეასრულოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროფესიული მოვალეობები იმ პირობით, რომ მას გავლილი აქვს აკრედიტებული პროგრამა. თუ დამსაქმებელს 20-დან 100-მდე დასაქმებული ჰყავს, იგი ვალდებულია დანიშნოს არანაკლებ 1 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, ხოლო 100 ან მეტი დასაქმებულის ყოლის შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია შექმნას შრომის უსაფრთხოების სამსახური არანაკლებ 2 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტით.

თუ საწარმოს სიდიდის, დასაქმებულთა რაოდენობის, სამუშაო პირობების, საფრთხის ხარისხის, ხასიათისა და სტრუქტურის და შესაბამისი რისკების გათვალისწინებით დამსაქმებელს არ ჰყავს სათანადო რაოდენობის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, დამსაქმებელი ვალდებულია მოიწვიოს აღნიშნული დარგის სპეციალისტები/ორგანიზაციები.

ყველაზე ხშირად კომპანიებს არ აქვთ: დადოკუმენტირებული შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკა, შრომის უსაფრთხოების თანამდებობრივი ინსტრუქციები, ინსტრუქტაჟების და სხვა სავალდებულო ჟურნალები, არ ხორცლიედება საფრთხეების იდენტიფიცირება და რისკის შეფასება, პერსონალს არ აქვს ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, არ არსებობს ტრენინგების გეგმა, არ მოწმდება ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის გამართულობა, არ არის საევაკუაციო გეგმები, არ არის ავარიულ სიტუაციებზე რეაგირების გეგმა…

შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვა არის კომპლექსური პროცესი და მოითხოვს ორგანიზაციის სპეციფიკის შესწავლას, სისტემის დანერგვის გეგმის შემუშავებას და დანერგვას. გეგმის შედგენამდე აუცილებელია განისაზღვროს ორგანიზაციის ბაზისური, საწყისი  მდგომარეობა, რის საფუძველზეც უნდა შემუშავდეს სისტემის დანერგვის გეგმა. აღნიშნული მომსახურების მისაღებად დაგვიკავშირდით: 599 708 335 / info@oshacademy.ge. ​

შრომის უსაფრთხოება ეს არის დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ფუნქციური შესაძლებლობების სამუშაოს უარყოფითი ასპექტებისაგან დაცვის სისტემა, რომელიც ჯანსაღი და უსაფრთხო საქმიანობის პირობებს ქმნის და მოიცავს სამართლებრივ, სოციალურ-ეკონომიკურ, ორგანიზაციულ-ტექნიკურ, სანიტარიულ-ჰიგიენურ, სამკურნალო-პროფილაქტიკურ, სარეაბილიტაციო და სხვა ღონისძიებებს.

აღნიშნული კანონი ვრცელდება შრომის უსაფრთხოების სფეროში ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგზე, მათ შორის, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით მოწესრიგებულ შრომით ურთიერთობებზე.

აღნიშნული კანონი არ ვრცელდება:

  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურზე, საქართველოს დაზვერვის სამსახურზე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე და მათდამი დაქვემდებარებულ უწყებებზე, თუ ამ კანონით გათვალისწინებული საკითხები რეგულირდება მათ სისტემებში მოქმედი სპეციალური კანონმდებლობით.

შრომით საქმიანობაზე საგანგებო მდგომარეობისა და საომარი მდგომარეობის დროს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი არის დამსაქმებლის მიერ დანიშნული/მოწვეული შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის პრევენციის მიზნით უზრუნველყოფს შრომის უსაფრთხოების ღონისძიებების დანერგვასა და მართვას.

დამსაქმებელი ვალდებულია ჰყავდეს 1 ან მეტი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი ან აღნიშნული მიზნით შექმნას შრომის უსაფრთხოების სამსახური.

 

დამსაქმებელს, რომელსაც 20 ან ნაკლები დასაქმებული ჰყავს, შეუძლია პირადად შეასრულოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროფესიული მოვალეობები იმ პირობით, რომ მას გავლილი აქვს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამა.

თუ დამსაქმებელს 20-დან 100-მდე დასაქმებული ჰყავს, იგი ვალდებულია ჰყავდეს არანაკლებ 1 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი,100 ან მეტი დასაქმებულის ყოლის შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია შექმნას შრომის უსაფრთხოების სამსახური არანაკლებ 2 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტით.

დიახ, თუ ორგანიზაციის სიდიდის, დასაქმებულთა რაოდენობის, სამუშაო პირობების, საფრთხის ხარისხის, ხასიათისა და სტრუქტურის და შესაბამისი რისკების გათვალისწინებით დამსაქმებელს არ ჰყავს სათანადო რაოდენობის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, დამსაქმებელი ვალდებულია მოიწვიოს აღნიშნული დარგის სპეციალისტები/ორგანიზაციები.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შრომის ინსპექციის სამსახური.

იმ შემთხვევაში, თუ სამუშაო ადგილებზე არ არის დაცული შრომის უსაფრთხოების ნორმები, ზედამხედველ ორგანოს უფლება აქვს ორგანიზაციას დააკისროს შემდეგი სახის სანქცია: გაფრთხილება, ჯარიმა, სამუშაო პროცესის შეჩერება.

შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით, დამსაქმებელი არის ვალდებული დაიცვას შრომის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი მარეგულირებელი ნორმები და წესები და იზრუნოს, რომ დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას ზიანი არ მიადგეს.

შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით, დასაქმებულებს უნდა მიეწოდებოდეთ ინფორმაცია, რომელიც შეეხება:

  • პროფესიულ რისკებსა და მავნე საწარმოო ფაქტორებს, რომლებიც დაკავშირებულია სამუშაო ადგილთან, და დასაქმებულების ჯანმრთელობაზე მათ შესაძლო გავლენას, აგრეთვე მათგან თავის დაცვის მექანიზმებს.
  • რისკებს, რომელთა წინაშეც შეიძლება დადგნენ დასაქმებულები, და რისკების შედეგების შეფასებას, მათ შორის, დამსაქმებლის მიერ მიღებულ შრომის უსაფრთხოებისა და პრევენციულ ზომებს.
  • საგანგებო სიტუაციებს, საევაკუაციო გეგმებს და მომეტებული საფრთხის არსებობის შემთხვევაში მისაღებ ზომებს, აგრეთვე იმ ღონისძიებებსა და პროცედურებს, რომლებიც უნდა განხორციელდეს ავარიის ან ხანძრის შემთხვევაში.
  • აკრძალვებს, რომლებიც დაკავშირებულია საწარმოში შესვლასთან, იქ ყოფნასთან და ისეთი სამუშაოს შესრულებასთან, რომელიც საფრთხეს უქმნის დასაქმებულის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას.
  • გარკვეული სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ აკრძალვებს…

 

,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, შრომის უსაფრთხოების მიმართულებით სწავლებები/ტრენინგები უნდა ჩატარდეს:

  • დასაქმებულების დაქირავებისას, მათ მიერ სამუშაოს შესრულების დაწყებამდე.
  • დასაქმებულთა სხვა სამუშაო ადგილზე გადაყვანისას/სამუშაოს შეცვლისას.
  • ახალი ტექნოლოგიური პროცესისა და სამუშაო მეთოდების დანერგვამდე, ახალი მანქანა-დანადგარების გამოყენების ან/და საწარმოო პროცესის ცვლილების დაწყებამდე.
  • განმეორებით, დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული გეგმის შესაბამისად ან საჭიროების მიხედვით.

სწავლება (ტრენინგები) და ინსტრუქტაჟი უნდა ჩატარდეს სამუშაო საათებში. ტრენინგებისათვის გაცდენილი დღეები საპატიოდ ითვლება და ანაზღაურდება დამსაქმებლის მიერ, სამუშაო საათების პროპორციულად. სწავლება (ტრენინგები) და ინსტრუქტაჟი დასაქმებულებს უფასოდ უტარდებათ.

თუ რამდენიმე საწარმოს დასაქმებულები ერთად მუშაობენ, აღნიშნულ პროცესში მონაწილე ყოველი დამსაქმებელი ვალდებულია:

  • ითანამშრომლოს სხვა დამსაქმებელთან შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და ჰიგიენური ნორმების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით.
  • სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, უზრუნველყოს დამსაქმებელთა საქმიანობის კოორდინაცია დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოებისა და პროფესიული რისკების პრევენციის საკითხებთან დაკავშირებით.
  • სხვა დამსაქმებელთან გაცვალოს ინფორმაცია შრომის უსაფრთხოებისა და პროფესიული რისკების შესახებ.
  • დასაქმებულებს ან/და დასაქმებულთა წარმომადგენელს მიაწოდოს ინფორმაცია შრომის უსაფრთხოებისა და პროფესიული რისკების შესახებ.

დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს სამუშაო სივრცეში საშიში შემთხვევების, უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების შემთხვევების რეგისტრაცია, მოკვლევა და ანგარიშგება ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-11/ნ-ის (სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების აღრიცხვის წესის და ფორმის, მოკვლევის პროცედურებისა და ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე) საფუძველზე.

შრომის ინსპექცია ვალდებულია შეაჩეროს სამუშაო პროცესი, როდესაც სახეზეა კრიტიკული შეუსაბამობა. კრიტიკულია შეუსაბამობა, რომელიც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას და რომლის დაუყოვნებლივ გამოსწორება სავალდებულოა.

OSH Academy-ს გუნდი დაგეხმარებათ:

  • დააკმაყოფილოთ შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებული ყველა საკანონმდებლო მოთხოვნა,
  • თავიდან აიცილოთ მაკონტროლებელი ორგანოს შემოწმებასთან დაკავშირებული სანქციები,
  • უზრუნველყოთ დასაქმებულებისთვის და სხვა პირებისთვის უსაფრთხო და ჯანსაღი გარემო.

დაგვიკავშირდით: 599 708 335 / geoosha@gmail.com / info@oshacademy.ge

მომსახურების ღირებულება დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე: ორგანიზაციის სიდიდე, სპეციფიკა, დასაქმებულთა რაოდენობა, ფილიალების რაოდენობა, სერვისი, რომლითაც ორგანიზაცია არის დაინტერესებული და სხვა.

 

შეავსეთ კითხვარი და ჩვენ გამოგიგზავნით თქვენს ორგანიზაციაზე მორგებულ შემოთავაზებას სპეციალური განფასებით.

თუ თქვენ ხართ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, მაშინ თქვენი პროფესიიდან გამომდინარე, გაქვთ ვალდებულება ჩაატაროთ სხვადასხვა სახის ინსტრუქტაჟები და ტრენინგები, რომელთა კვალიფიციურად ჩატარებაც მოითხოვს შესაბამის ცოდნასა და უნარებს. აღნიშნული პროგრამის გავლის შედეგად თქვენ გაიუმჯობესებთ პრეზენტაციის მომზადებისა და შრომის უსაფრთხოების ტრენინგების ეფექტურად ჩატარების უნარებს.

მენიუ

აკრედიტებული პროგრამები