სასუქებთან და პესტიციდებთან უსაფრთხოდ მუშაობის წესები

,

სასუქებთან და პესტიციდებთან უსაფრთხოდ მუშაობის წესები

OSH Academy გთავაზობთ ტრენინგს – ,,სასუქებთან და პესტიციდებთან  უსაფრთხოდ მუშაობის წესები“.

 

წინამდებარე ტრენინგი ტარდება შპს ,,ნობლექსი“-სა და შპს შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის აკადემიის ერთობლივი ორგანიზებით.

 

ტრენინგის საერთო ხანგრძლივობა შეადგენს 4 (ოთხი) სატრენინგო საათს.

 

ტრენინგის სამიზნე აუდიტორია – ფიზიკური/იურიდიული პირები, რომლებსაც მუშაობის პროცესში უშუალო შეხება აქვთ პესტიციდებთან და სასუქებთან.

 

ტრენინგის ჩატარების მიზანი:

  • სასუქებთან და პესტიციდებთან მუშაობის დროს უსაფრთხოების წესების დაცვის მიზნის და მნიშვნელობის გააზრება.
  • საკანონმდებლო მოთხოვნების გაცნობა.
  • საფრთხეების იდენტიფიცირების, რისკების შეფასების და პრევენციული ღონისძიებების გატარების პროცედურის გაცნობა.
  • უსაფრთხოების წესების გაცნობა, რომლის დაცვაც სავალდებულოა სასუქებთან და პესტიციდებთან დაკავშირებულ ყველა სამუშაო პროცესთან თუ პროცედურასთან.
  • სამუშაო პროცესში გამოსაყენებელი ინდივიდუალური დაცვის საშუალებების, მათი სწორად გამოყენების და მოვლა-პატრონობის წესების გაცნობა.
  • პესტიციდებთან და სასუქებთან მუშაობის დროს დაზიანების/დაშავების შემთხვევაში, სამოქმედო გეგმის გაცნობა.
  • ტრენინგის დროს მსმენელების მიერ მიღებული თეორიული ინფორმაცია მტკიცდება პრაქტიკული სავარჯიშოების დახმარებით.

თითოეულ მსმენელს ტრენინგის დასრულების და ტესტის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, გადაეცემა დამხმარე მასალა – ე.წ ,,ჰენდაუთი“. 

 

სერტიფიკატის გაცემა: 

  • ტრენინგის დასრულების შემდეგ მსმენელის მიერ მიღებული ცოდნა მოწმდება გამოცდის (ტესტირების) საშუალებით.
  • საგამოცდო ტესტი შედგება 20 დახურული შეკითხვისგან.
  • გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად მსმენელმა შეკითხვების მინიმუმ 70%-ს უნდა გასცეს სწორი პასუხი.
  • ტრენინგზე სრულად დასწრების და გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მსმენელს გადაეცემა სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს მის მიერ წინამდებარე ტრენინგის წარმატებით გავლას.

 

ტრენინგით დაინტერესებული პირები დაუკავშირდით შპს ,,ნობლექს“-ს

პოპულარული ტრენინგები

ტრენერების ტრენინგი
მიკროკლიმატის და ფიზიკური ფაქტორების გაზომვა
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ექსპლუატაცისას უსაფრთხოდ მუშაობის წესები
შრომის უსაფრთხოების წესები ავტოგასამართი სადგურებისთვის
უსაფრთხოების წესები შედუღების პროცესში
შრომის უსაფრთხოება მომსახურების სექტორში და საოფისე საქმიანობისა
შრომის უსაფრთხოება მსუბუქ მრეწველობაში
შრომის უსაფრთხოება სამთომოპოვებით მრეწველობასა ან/და მძიმე დამამუშავებელ მრეწველობაში
შრომის უსაფრთხოება მანქანა-დანადგარებთან, მოწყობილობებთან და სხვა სამუშაო ხელსაწყოებთან მუშაობისას
აალებად და ფეთქებად ნივთიერებებთან მუშაობის სტანდარტები და წესები

მენიუ

აკრედიტებული პროგრამები