შრომის უსაფრთხოება სამშენებლო სექტორში

,

შრომის უსაფრთხოება სამშენებლო სექტორში

OSH Academy გთავაზობთ ტრენინგს – ,,შრომის უსაფრთხოება სამშენებლო სექტორში“.

 

ტრენინგი განკუთვნილია:

  • სამშენებლო სექტორში დასაქმებული პირებისთვის,
  • სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი პირებისთვის,
  • შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის,
  • სამშენებლო ორგანიზაციის ხელმძღვანელებისთვის/დირექტორებისთვის,
  • სამშენებლო ორგანიზაციების მენეჯერული რგოლის წარმომადგენლებისთვის,
  • დასაქმებულთა წარმომადგენლებისთვის,
  • ნებისმიერი სხვა დაინტერესებული პირისთვის.

 

ტრენინგი ტარდება ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს მთავრობის 361-ე დადგენილების (მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე) საფუძველზე და არა მხოლოდ.

 

ტრენინგის სტანდარტული მოდულის ხანგრძლივობა – 4 საათი.

ასევე, დაინტერესების შემთხვევაში, შესაძლებელია აღნიშნული ტრენინგის კონკრეტული სპეციფიკის ორგანიზაციაზე და მის საჭიროებებზე მორგება.

 

ტრენინგი შესაძლებელია ჩატარდეს, როგორც დისტანციურ, ასევე არადისტანციურ ფორმატში, ქვეყანაში მოქმედი ყველა რეგულაციის დაცვით.

 

ტრენინგის დასრულების შემდგომ გაიცემა სერტიფიკატი. სერტიფიკატის ასაღებად აუცილებელია:

  • მსმენელი სრულყოფილად დაესწროს ტრენინგს,
  • ტრენინგის დასრულების შემდეგ წარმატებით ჩააბაროს საგამოცდო ტესტი. ტესტი წარმატებით ჩაბარებულად ითვლება თუ მსმენელი შეკითხვების მინიმუმ 70%-ს გასცემს სწორ პასუხს.

 

ტრენინგს უძღვებიან შრომის უსაფრთხოების სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, მაღალკვალიფიციური ტრენერები. 

 

ტრენინგის ღირებულება დგინდება ინდივიდუალურად, დაინტერესებული ფიზიკური პირებისთვის ან/და კომპანიებისთვის.

 

დაინტერესებული პირები რეგისტრაციისთვის ან/და დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 599 708 335 / geoosha@gmail.com / info@oshacademy.ge

პოპულარული ტრენინგები

ტრენერების ტრენინგი
მიკროკლიმატის და ფიზიკური ფაქტორების გაზომვა
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ექსპლუატაცისას უსაფრთხოდ მუშაობის წესები
სასუქებთან და პესტიციდებთან უსაფრთხოდ მუშაობის წესები
შრომის უსაფრთხოების წესები ავტოგასამართი სადგურებისთვის
უსაფრთხოების წესები შედუღების პროცესში
შრომის უსაფრთხოება მომსახურების სექტორში და საოფისე საქმიანობისა
შრომის უსაფრთხოება მსუბუქ მრეწველობაში
შრომის უსაფრთხოება სამთომოპოვებით მრეწველობასა ან/და მძიმე დამამუშავებელ მრეწველობაში
შრომის უსაფრთხოება მანქანა-დანადგარებთან, მოწყობილობებთან და სხვა სამუშაო ხელსაწყოებთან მუშაობისას

მენიუ

აკრედიტებული პროგრამები