OSH AcademyOSH Academyშრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის აკადემია

ტრენინგი თქვენს ობიექტზე, თქვენი გუნდისთვის

კორპორატიული კლიენტებისთვის გვაქვს სპეციალური შეთავაზება. შერჩეული მოდულები ტარდება ექსკლუზიურად თქვენს ორგანიზაციაში, ხელმძღვანელობის მიერ განსაზღვრული პერსონალის დასწრებით.

რატომ კორპორატიული ფორმატი?

  • ნაკლები ხარჯი — არ გჭირდებათ თანამშრომლების გადაადგილება და ცალკე სივრცის მოძიება.
  • თანამშრომლები ნაკლებ სამუშაო დროს კარგავენ.
  • ტრენინგი ეყრდნობა თქვენი ობიექტის სპეციფიკას, სისტემებსა და აღჭურვილობას.

დამსაქმებლის ვალდებულება

„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-5 მუხლის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებულთათვის სწავლების (ტრენინგების) და ინსტრუქტაჟის ჩატარება:

  • დაქირავებისას — სამუშაოს შესრულების დაწყებამდე;
  • სხვა სამუშაო ადგილზე გადაყვანისას ან სამუშაოს შეცვლისას;
  • ახალი ტექნოლოგიური პროცესისა და სამუშაო მეთოდების დანერგვამდე, ახალი მანქანა-დანადგარების გამოყენების ან საწარმოო პროცესის ცვლილების დაწყებამდე;
  • განმეორებით — დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული გეგმის შესაბამისად ან საჭიროების მიხედვით.

სწავლება და ინსტრუქტაჟი ტარდება სამუშაო საათებში და დასაქმებულებისთვის უფასოა (მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი). ამავე კანონის მე-8 მუხლით დამსაქმებელი ვალდებულია მიიღოს პირველადი სამედიცინო დახმარების, სახანძრო უსაფრთხოებისა და ევაკუაციის უზრუნველსაყოფად აუცილებელი ზომები, ხოლო სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის (საქართველოს მთავრობის №370 დადგენილება) თანახმად, თანამშრომლები სამუშაოდ დაიშვებიან მხოლოდ ხანძარსაწინააღმდეგო ინსტრუქტაჟის გავლის შემდეგ. ეს მოკლე მიმოხილვაა და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას — სრული ტექსტები იხილეთ matsne.gov.ge-ზე.

OSH Academy

ვისთვის

  • ხელმძღვანელებისთვის — მართვის სისტემა, რისკები, ინსპექტირება, მოკვლევა, კულტურა.
  • თანამშრომლებისთვის — მიზნობრივი მოდულები სამუშაოს უსაფრთხოდ შესასრულებლად.
  • მშენებლობა, მედიცინა, სასტუმროები და სხვა დარგები — დარგობრივი ტრენინგები.
  • ყველა ობიექტისთვის — სახანძრო უსაფრთხოება, ევაკუაცია, პირველადი დახმარება.
📞 მოითხოვეთ შეთავაზება

გჭირდებათ ტრენინგი თქვენი გუნდისთვის?

დაგვირეკეთ: რომელი ტრენინგი, რამდენი მონაწილე, სად და როდის — სასწავლო პროცესის კოორდინატორი შეგითანხმებთ დეტალებს.

📞